воскресенье, 27 октября 2013 г.


1. პროექტის სახელწოდება: სასწავლო ექსკურსია სამცხე–ჯავახეთში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ–გეოგრაფიული და კულტურული ასპექტების გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოსწავლეების მიერ აშენებულ ტაძრებს, დააკვირდბიან სამონასტრო ცხოვრების წესებს, ძველ ქართული წარწერებს, ხელნაწერებს, ფრესკებს. მიიღებენ ინფორმაციას თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, სერაპიონ ზარზმელის, აგრეთვე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის, მისი ბუნებრივი, რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ.
4. პროეტის მიზანი: მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ მათი პასუხისგებლობის გაზრდა. ბუნებრივი გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების, სხვისი შეხედულებების, რელიგიის, ცხოვრების წესისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება. ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება  ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის დროს.
კვლევის, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითი, პრეზენტაციის მომზადების, სოციალური უნარ–ჩვევების განვითარება.
5. მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: შედეგი ითვალისწინებს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესსა და სხვა პროექტებში მათ ჩართულობას, პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები მოძებნიან ინფორმაციებს სამცხე–ჯავახეთის შესახებ (გეოგრაფია, ისტორია, კულტურა–არქტიტექტურა, თქმულებები, მხატვრული ლიტერატურაში ასახული მასალა, ეთნოგრაფია, ტოპონიმებს), მოაწყობენ ექსკურსიას, ჩაიწერენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, გადაიღებენ ფოტოებს, მოამზადებენ სლაიდებს, გააკეთებენ პრეზენტაციას. მოაწყობენ ფოტო გამოფენას, მასალებს განათავსებენ ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ენციკლოპედია, ინფორმაციული ტექნოლოგები (კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეო, DVD დისკები, საკანცელარიო მასალა) ტრანსპორტი.
ადამიანური რესურსი: მასწავლებელი, მოსწავლეები, მშობლები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად შეარჩევენ პროექტის თემას, განსაზღვრავენ მიზნებს, დაგეგმავენ სასწავლო ექსკურსიის მარშრუტს:  ქუთაისი–უბისა–მწვანე მონასტერი–ვარძია–ზემო ვარძიის–დედათა მონასტერი–ხეთრისის ციხე–აბასთუმანი–ზარზმა–ახალციხე, რაბათი– საფარა–ბორჯომი–ქუთაისი. დაადგენენ თარიღს, მშობლების მხარდაჭერით მოგვარდება საორგანიზაციო საკითხები.
მოსწავლეებისათვის თემების განაწილება (ინფორმაციის მოძიება),  მოსწავლეების მიერ დავალებების შესრულება და კლასისთვის გაცნობა, მოსწავლეებისათვის ექსკურსიის წესების გაცნობა.
სასწავლო ექსკურსიაზე წასვლა 2013წლის 15-16 ივლისს.
I. 06:00 – სკოლასთან შეკრება, 06:20 გასვლა ქუთაისიდან, უბისა – მწვანე მონასტერი–ვარძია–ვარძიის დედათა მონასტერი– ხერთვისის ციხე–აბასთუმანი.
II. აბასთუმანი–ზარზმა–ახალციხე–საფარა–ბორჯომი–ქუთაისი.
სამცხე–ჯავახეთის ღირშესანიშნაობების გაცნობა, ინფორმაციის შეგროვება, ფოტოების გადაღება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ჩანახატების გაკეთება, თემების გადამუშავება, სლაიდების შექმნა, პრეზენტაცია, პროექტის შეფასება (შეფასების რუბრიკის შემუშავება მოსწავლეებთან ერთად), ფოტო გამოფენა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული IX.1 მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.  IX.5 მოსწავლე იყენებს დისკუსიას და კამათისათვის მომზადების სტრატეგიებს. IX.11 მოსწავლე ირჩევს  წერილობითი ტექსტის ფორმასა და სტილის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. IX.13 მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

11. პროექტის ხელმძღვანელები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მერი სართანია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ცისანა ურთმელიძე, კლასის დამრიგებელი: ლეილა ჩარკვიანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: merisartania@gmail.com
curtmelidze@gmail.com     
13. პროექტის ვებ.გვერდი: sartania8.blogspot.com